ბავშვთა პარაორკესტრის პირველი კონცერტი
სიცოცხლის ხის მეორე საგრანტო კონკურსში შემოსული ერთ-ერთი პროექტი შშმ ბავშვებისგან დაკომპლექტებული ორკესტრის შექმნას გულისხმობდა. პროექტი კონკურსში კავშირმა “მშობელთა ხიდი” წარადგინა და განახორციელა. 2 აპრილს, მოძრაობის თეატრში პარაორკესტრის პირველი კონცერტი გაიმართა. კონცერტი აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა მიიღეს სმენადაქვეითებულმა, უსინათლო, აუტისტური სპექტრის და მობილობის შეზღუდვების მქონე ბავშვებმა და მოზარდებმა.ორკესტრის მუშაობას ხელმძღვანელობდა დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი აღნიშნული პროექტის შექმნა ხელს უწყობს მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული შმმ ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას, უნარ-ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ფონდმა 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსი გამართა და 26 მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა.