განათლების ხელშეწყობა
27 May. 2014
თბილისის ზოოპარკში ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის პირველი ადაპტირებული საქანელა განთავსდა
“სიცოცხლის ხემ” პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების განხორციელება დაიწყო. დღეს, 27 მაისს თბილისის ზოოლოგიურ პარკში “სიცოცხლის ხის” საგრანტო პროექტის ფარგლებში პირველი ადაპტირებული საქანელა განთავსდა. ამიერკავკასიის მასშტაბით ეს პირველი საქანელაა ეტლით მოსარგებლე ბავშვებისათვის. პროექტი საგრანტო კონკურსში “სარეაბილიტაციო საშუალებათა განვითარების ცენტრმა” წარადგინა. ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის ადაპტირებული საქანელები სულ საქართველოს შვიდ გასართობ პარკში დაიდგმება. ოთხი მათგანი თბილისში იქნება განთავსებული. სამი – რეგიონებში. საქანელებით სარგებლობა ნებისმიერი მსურველისათვის უფასო იქნება.