განათლების ხელშეწყობა 12 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები

მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები

მეორე საგრანტო კონკურსი დასრულდა. საერთო ჯამში ფონდში 152 პროექტი შემოვიდა. ამ პროექტებიდან 11 გახდა გამარჯვებული. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ 250 000-მდე ლარი გამოჰყო. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საინიციატივო ჯგუფები, სამეზობლოები, მშობელთა გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ ბავშების თემატიკით დაინტერესებული პირები. პროექტების შერჩევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და ამ დარგის ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტების დიდი ნაწილი გარემოს ადაპტაციას, სტიგმის დაძლევასა და თანასწორი ცხოვრების პირობების შექმნას ეხება. „სიცოცხლის ხე“ აღნიშნული პროექტების ფარგლებში პარტნიორებთან ერთად პროექტებს თბილისის გარდა რეგიონებშიც განახორციელებს. ყველა პროექტში ექსპერტის სახით აღნიშნული სფეროს ექსპერტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან ჩართული. შემდეგ საგრანტო კონკურსს ფონდი „სიცოცხლის ხე“ სექტემბერის ბოლოს გამოაცხადებს. მეორე საგრანტო კონკურსში შემდეგი პროექტები დაფინანსდა: ✔ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა უკეთესი მომავლისთვის” – თელავის რაიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის 4 სკოლაში სპეციალური რესურსცენტრების შექმნა. ✔ საქართველოს პორტიჯის ასოციაცია – შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ჩვილ ბავშვთა სახლში განმავითარებელი გარემოს შექმნა, ადრეული განვითარების პროგრამებში ჩართვის გზით ✔ ახალგაზრდული კავშირი თანაბარი უფლებებისთვის – სპეციალური სარეკრეაციო ზონების შექმნა შშმ პირებისათვის საჯარო პარკებში ✔აუტისტ ბავშვთა მშობლების გაერთიანება – სპეციალური საკომუნიკაციო აპლიკაციის შექმნა აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის, რომელთაც მეტყველება არ შეუძლიათ. ✔ კოალიცია “მზის შვილები“ – ადაპტირებული გასართობი მოედანის მოწყობა, რომელშიც ეტლით მოსარგებლეები, დაუნის სინდრომის, აუტიზმის მქონე, მსხვილი მოტორიკის დარღვევების მქონე ბავშვები ერთმანეთთან და სხვა ბავშვებთან შეძლებენ თამაშს. ✔ ასოციაცია “ქალი, ბავშვი და სოციუმი“– სოციალური ტაქსი შშმ ბავშვებისათვის (ადაპტირებული ავტომობილი) ✔ საინიციატივო ჯგუფი – სენსორული ოთახის შექმნა და მოწყობა სხვადასხვა ტიპის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის ნეიროგანვითარების ცენტრში, სადაც 300-მდე ბავშვი იმყოფება ყოველდღიურად. ✔ ასოციაცია „ანიკა“ – სპეციალური სპექტაკლი, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვები სხვის უფლებებს იცავენ ✔ ახალგაზრდული მოძრაობა თანაბარი შესაძლებლობებისათვის – კომპიუტერული კურსები უსინათლო ბავშვებისათვის ✔ მოსწავლეთა კლუბი “ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ – ბაღდათის რაიონის სოფელ „ოფჩაში“ სპეციალური კლასის შექმნა და სკოლის ადაპტაცია ✔ მშობელთა ხიდი – პარაორკესტრის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შშმ ბავშვები და მოზარდები საზოგადოებას აჩვენებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.