რესურსოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის
ფონდ „სიცოცხლის ხის“ მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა უკეთესი მომავლისთვის“ მიერ წარმოდგენილმა პროექტმა. პროექტი ითვალისწინებდა თელავის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის რესურსოთახის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო მხოლოდ 4 საჯარო სკოლაში სპეციალური რესურსოთახის მოწყობა, თუმცა ინიციატივა წარმატებით განხორციელდა თელავის 5 საჯარო სკოლაში (მე–3, მე–4, მე–5, მე–6 მე–8). 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან 30 სსსმ ბავშვი სარგებლობს რესურსოთხით,რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე პოზიტიურად აისახა. მოსწავლეებს უკვე აქვთ შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ თავიანთი შესაძლებლობის გათვალისწინებით მიიღონ განათლება და იცხოვრონ უკეთეს გარემოში.