საქართველოს ბანკის სათავო ოფისში სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსის ფინალისტების პრეზენტაცია გაიმართა
29 ნოემბერს ფონდ „სიცოცხლის ხის“ მესამე საგრანტო კონკურსის ფინალისტები ჟიურის წინაშე პროექტის პრეზენტაციით წარსდგნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. 154 საკონკურსო პროექტიდან შერჩეულ 23 ფინალისტს შორის საუკეთესოებს ჟიური უახლოეს დღეებში გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ფონდი „სიცოცხლის ხე“ უზრუნველყოფს. ჟიურის წევრები: ირინე ობოლაძე – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი; ვიქტორ ბარამია – ევროპის ფონდი; ეკა დათუაშვილი – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; გიორგი ახმეტელი – ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის; ზურა მასურაშვილი – სს „საქართველოს ბანკი“, MSME საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი; ბორის კიკნაძე – სს „საქართველოს ბანკი“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;