განათლების ხელშეწყობა
3 May. 2018
საქართველოს ბანკის ფონდი “სიცოცლის ხე” სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად
საქართველოს ბანკის ფონდი “სიცოცხლის ხე” აგრძელებს სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას. სოციალური საწარმოების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის საქართველოს ბანკის სათავო ოფისში გაიმართა გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 12 სოციალურ საწარმოში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შექმნილი პრაქტიკული, მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები: კერამიკული ნაწარმი, მოწნული კალათები, მინანქრის სამკაულები, გადამუშავებული ქაღალდისაგან დამზადებული ეკო მეგობრული პროდუქცია, ნატურალურალად სუფთა კვებითი პროდუქტები და სხვა. შეძენილი ნივთებისგან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საწარმოების სოციალური მისიის შესრულებას და მათი საქმიანობის განვითარება-გაფართოებას. საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ 2008 წლიდან საზოგადოების სამსახურშია და ფონდი შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ეკოლოგიასა და განათლების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.