განათლების ხელშეწყობა 27 Nov. 2015
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

საქართველოში პირველი ადაპტირებული სათამაშო მეოდანი მოეწყო

საქართველოში პირველი ადაპტირებული სათამაშო მეოდანი მოეწყო

ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით საქართველოში პირველად შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გასართობი მოედანი. სათამაშო მოედანი 27 ნოემბერს კიკვიძის პარკში გაიხსნა და ადაპტირებული სკვერის მოწყობის იდეა კოალიცია „მზის შვილებს” ეკუთვნის. პროექტმა „ფიტნესი ბარიერების გარეშე, ღია ცის ქვეშ“ ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამოცხადებულ მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და 25 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. პროექტის ფარგლებში ადაპტირებულ სათამაშო მოედანზე ასევე, განთავსდა ზღაპრული სახლი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო აღჭურვილობა, რომელიც შშმ ბავშვების (ეტლით მოსარგებლე, მსხვილი მოტორიკის სირთულის, დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე,) ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ თამაშით და გართობით გაიუმჯობესონ ფიზიკური აქტივობა. მნიშვნელოვანია, რომ ადაპტირებული გასართობი მოედანი ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციას.