განათლების ხელშეწყობა 11 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

“სიცოცხლის ხემ” შშმ პირის, მაკა ნათელაურის მოთხრობების კრებული გამოსცა

“სიცოცხლის ხემ” შშმ პირის, მაკა ნათელაურის მოთხრობების კრებული გამოსცა

“სიცოცხლის ხის” ახალი ინიციატივის ფარგლებში წიგნად გამოიცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, 24 წლის მაკა ნათელაურის მოთხრობების პირველი კრებული სახელწოდებით „სინათლის სვეტი“. მაკა, რომელსაც შეზღუდული აქვს კიდურების მოძრაობის და მეტყველების შესაძლებლობა, საკუთარ მოთხრობებს თავზე მიმაგრებული მოწყობილობის მეშვეობით წერს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მაკა ნათელაურის წიგნის მიღება და შშმ ადამიანების ნიჭის ხელშეწყობაში მონაწილეობის მიღება. ამისთვის, საკმარისია მომხმარებელი ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, გააკეთოს 5 ლარის შემოწირულობა ანგარიშის ნომერზე: GE07BG0000000798769300GEL და სერვისცენტრშივე მიიღებს საჩუქრად მაკა ნათელაურის წიგნს. შემოწირულობით შემოსული თანხის ნაწილი მიემართება მაკა ნათელაურის მხარდასაჭერად, ნაწილი კი მოხმარდება ნიჭით დაჯილდოებულ სხვა შშმ პირებს. ღია კარის პრინციპით დაფინანსებისთვის, ფონდი ყოველკვარტალურად 15,000 ლარს გამოყოფს. თუ თქვენც გსურთ გაგვიზიაროთ მსგავსი ისტორია, მოგვწერეთ ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ გვჯერა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.