განათლების ხელშეწყობა 11 Jul. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

“სიცოცხლის ხის” პროექტის ფარგლებში სოფელი გრემის თემს წყალმომარაგების სისტემა აღუდგა

“სიცოცხლის ხის” პროექტის ფარგლებში სოფელი გრემის თემს წყალმომარაგების სისტემა აღუდგა

საქართველოში უკვე 14 წელია არსებობს დასახლება, სადაც ჰარმონიულად ცხოვრობს და სამეურნეო საქმიანობას ეწევა რამდენიმე ათეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. საქველმოქმედო კავშირი „თემი“ 1989 წელს დაარსდა და ამჟამად დაახლოებით 100 ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან შშმ პირები, ობლები, უსახლკაროები, მარტოხელა დედები, უმეურვეოდ დარჩენილი მოხუცები და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ამუშავებენ მიწას, აწარმოებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს, აქვთ სათბური, ბოსტნები, საცხობი, სახელოსნო, ასევე აშენებენ საზაფხულო რესტორანს ღვინის ტურების მასპინძლობისათვის. თემში ტარდება საჭიროებებს მორგებული გაკვეთილები და სხვა ღონისძიებები (ზოგადი და/ან სამუშაო უნარ-ჩვევები, ზოგადსაგანმანათლებლო, ხატვის, მუსიკის, ცეკვის, ხელსაქმის, ა.შ.). საქმიანობებში მუდმივად არიან ჩართულნი მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან. თუმცა, ამ დრომდე თემს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებაში ხელი ეშლებოდა წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო, ზაფხულში ხშირად ფუჭდება სათბურის და ბაღ-ბოსტნის მოსავლის დიდი ნაწილი, ასევე რთული იყო თემის წევრებისთვის საკვების მომზადება, სამრეცხაოებითა და საშხაპეებით სარგებლობა. “სიცოცხლის ხის” საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიწმინდა ჭაბურღილები, აღდგა ორი ჭა და სისტემა აღიჭურვა სასმელი წყლის ავზით. ამიერიდან თემის წევრებს შეეძლებათ საჭიროებისას მორწყან სათბურის და ბოსტნების დიდი ნაწილი, გაზარდონ მოსავლის რაოდენობა და შესაბამისად გაიზრდება შეზღუდულის შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ხარისხიც. “სიცოცხლის ხე” წარმატებებს უსურვებს სოფელი გრემის თემს!