გარემოს დაცვა 20 Sep. 2016

სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსის ღია კარის დღე თბილისში.

სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსის ღია კარის დღე თბილისში.

ფონდმა “სიცოცხლის ხე” სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსის შესახებ ღია კარის დღე, ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ, უკვე თბილისში გამართა. ღონისძიებაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები და კონკურსით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ, საგრანტო კონკურსის მნიშვნელობის, პრიორიტეტებისა და პირობების შესახებ ისაუბრეს და ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხეს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეუძლიათ 10 ოქტომბრამდე ბმულზე.