განათლების ხელშეწყობა 7 Dec. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში სულ 154 განაცხადი შემოვიდა. მათგან შერჩეული 23 ფინალისტი პრეზენტაციით წარსდგა ჟიურის წინაშე, რის შედეგადაც გამოვლინდნენ საბოლოო გამარჯვებულები: ააიპ კასპის შშმ პირთა კავშირი – მოწნული ხელნაკეთი ნივთების და ავეჯის საწარმო, სადაც შშმ პირთა დასაქმების ქსელი შეიქმნება – კასპი; სამოქალაქო ინიციატივა – კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე და საცხობი – წნორი; კავშირი „რეა“ – ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმის საგამოფენო და სარეალიზაციო სივრცე, მაღაზია-სალონი – თბილისი; შესაძლებლობების სივრცე – ინკლუზიური ეკო-ბანაკი – ლაგოდეხის ნაკრძალი; “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” – ადაპტირებული ჰოსტელი – ბათუმი; ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხუთივე პროექტს დააფინანსებს და განახორციელებს. შეიქმნება სოციალური საკითხების მოგვარებაზე ორიენტირებული 5 მდგრადი საწარმო, სადაც შშმ პირები დასაქმდებიან. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ფონდი „სიცოცხლის ხე“ 2017 წლის იანვრის თვიდან დაიწყებს