ფონდ „სიცოცხლის ხის“ მესამე საგრანტო კონკურსის ფინალისტებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ტრენინგები ჩაუტარა
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ 2016 წელს სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად მესამე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში სულ 154 განაცხადი შემოვიდა. პროექტების შეფასებისა და ინდივიდუალური განხილვის შემდეგ, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა 7 კაციანმა ჟიურიმ 23 ფინალისტი გამოავლინა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კონკურსის ფინალისტებს სპეციალურად შემუშავებული ორ დღიანი ტრენინგი ჩაუტარა შემდეგ თემებზე: სოციალური მეწარმეობა, ფინანსები, ბიზნეს სტრატეგია, საჯარო პრეზენტაცია. ტრენინგის პროგრამაზე მუშაობდნენ: ბორის კიკნაძე, თინა ბალავაძე, ნინუცა ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ქოიავა, გვანცა ბარაბაძე, ვასილ რევიშვილი. შერჩეული 23 ფინალისტი ჟიურის წინაშე პროექტის პრეზენტაციით წარდგება, რის შედეგადაც კონკურსის საბოლოო გამარჯვებულები გამოვლინდებიან.