გარემოს დაცვა
15 Feb. 2017
ფონდ “სიცოცხლის ხის” მეშვეობით “კავკასიის ბუნების ფონდი” საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის საქართველოს ბანკისგან 100 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას მიიღებს
ფონდ “სიცოცხლის ხის” მეშვეობით “კავკასიის ბუნების ფონდი” საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის საქართველოს ბანკისგან 100 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას მიიღებს. ამის თაობაზე საქართველოს ბანკმა 15 თებერვალს გააფორმა მემორანდუმი „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF). ხსენებული თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის, მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. ბანკი „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) რამდენიმე წელია თანამშრომლობს და 2017 წელს გამოყოფილი დაფინანსების ჩათვლით, ჯამში 500,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დაცული ტერიტორიების მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.