განათლების ხელშეწყობა 12 Oct. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

ფონდ „სიცოცხლის ხის“ საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა

ფონდ „სიცოცხლის ხის“ საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა

2 აგვისტოს ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური საწარმოს პროექტების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. დაინტერესებული პირებისთვის გაიმართა ღია კარის დღე ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, სადაც მოხდა კონკურსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. აპლიკანტებმა გაიარეს ინდივიდუალური კონსულტაცია ფონდის წარმომადგენლებთან და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. საკონკურსო განაცხადების სახით წარმოდგენილ იქნა პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ სოციალური საწარმოს შექმნას, საწარმოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნვასა და შშმ პირების დასაქმებას. განაცხადების მიღება დასრულდა 10 ოქტომბერს. სულ შემოვიდა 154 სოციალური საწარმოს პროექტი. კონკურსის გამარჯვებულებს შესაბამისი მიმართულებების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური წლის ბოლომდე გამოავლენს. საგრანტო კონკურსის შედეგები განთავსდება ფონდის ვებგვერდზე www.tree.ge და, ასევე, მოხდება აპლიკანტების წერილობითი ინფორმირება ელ-ფოსტაზე.