განათლების ხელშეწყობა 5 Jul. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

შეხვედრა შშმ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან

შეხვედრა შშმ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან

5 ივნისს “სიცოცხლის ხის” პროექტის ხელმძღვანელი თორნიკე გურული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი შშმ ბავშვთა თემებზე მომუშავე ჯგუფებისთვის მეორე საგრანტო კონკურსის პირობების გაცნობა იყო. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია პროექტების დახვეწის მიზნით. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება შშმ ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი სხვადასხვა პროექტი. პრიორიტეტი მიენიჭებათ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც შშმ ბავშვების გარემოს გააუმჯობესებს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. საკონკურსო განაცხადები მიიღება 15 ივნისის 18:00 სთ-მდე, რისთვისაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: grants@bog.ge. მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.