განათლების ხელშეწყობა 28 Jul. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

შშმ ბავშვებისათვის 250 სენსორული სათამაშო დამზადდება

შშმ ბავშვებისათვის 250 სენსორული სათამაშო დამზადდება

გარემოში არსებულ სხვადასხვა საგნებთან შეხებით ბავშვი ეცნობა გარე სამყაროს და იღებს ინფორმაციას მის გარშემო არსებული მოვლენების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებში სხვადასხვა ფაქტორის გამო ინფორმაციის დამუშავების პროცესი გართულებულია. საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს განმავითარებელი სათამაშოები იმ ბავშვებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ აუტიზმი, ცერებრული დამბლა, სენსორული შეზღუდული შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ამის გამო როგორც ბავშვები, ასევე მათი მშობლები და სასწავლო დაწესებულებები ბევრ პრობლემას აწყდებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯი საქართველო” “სიცოცხლის ხის” მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს 250 სენსორული სათამაშოს დამზადებას. ასევე შეიქმნება სახელმძღვანელო და ვიდეობლოგი, რომლის დახმარებითაც შშმ ბავშვების მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები შეძლებენ სენსორული სათამაშოები სახლის პირობებში შექმნან. პროექტის მთავარი მიზანია, უპასუხოს იმ საჭიროებებს, რომელთა წინაშეც დგას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დიდი ნაწილი. ყველა ბავშვს აქვს თამაშის უფლება!