განათლების ხელშეწყობა 8 May. 2018
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკის ფონდმა სიცოცხლის ხემ მეოთხე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ბანკის ფონდმა სიცოცხლის ხემ მეოთხე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ საზოგადოებისთვის აქტუალური  საკითხების მოგვარების მიზნით 2014 წლიდან მოყოლებული აცხადებს საგრანტო კონკურსს. 2017 წელს ფონდმა ტრადიციულად რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა სოციალური მეწარმეობის თემაზე. კონკურსში მონაწილეობა და მაქსიმუმ 50 000 ლარის მოცულობის გრანტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ორგანიზაციასა და საინიციატივო ჯგუფს. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში გაიმართა ღია კარის დღე და საკონსულტაციო სახის შეხვედრები დაინტერესებულ აპლიკანტებთან. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო სოციალური საწარმოს 103 პროექტმა, რომელთაგანაც ჟიურიმ 11 ფინალისტი შეარჩია და მეორე საკონკურსო ეტაპზე პრეზენტაციის საფუძველზე 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა: • ფონდ „ექსესის“ პროექტი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა – charte.ge. პროექტის მიზანია განათლებაზე და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა და Crowdfundig პლატფორმის შექმნა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, მათ შორის კონფლიქტისპირა სოფლებში, სასწავლო პროცესის მხარდაჭერა, მისაღები გამოცდებისთვის კომპიუტერების გადაცემა, სასწავლო პროცესის დისტანციური კოორდინირება და მათ ოჯახებში ინტერნეტის გაყვანა.   • სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“. საწარმოს მისიაა გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვის მიზნით, ქაღალდის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება და  პროდუქციის დამზადება-რეალიზება; პროექტის ფარგლებში მოხდება საწარმოს სრულად  აღჭურვა სპეციალური დანადგარებით, 2 შშმ პირის  სასწავლო პროგრამაში ჩართვა, რომლებიც შეისწავლიან ციფრულ ხატვასა და 2D გრაფიკული დიზაინს. შემდგომი დასაქმების მიზნით. საწარმოს საქმიანობის შედეგად    მოხდება გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.   • ორგანიზაცია „ვივა არტეს“ პროექტის იდეა- ქართული ცქრიალა ღვინის საწარმოს შექმნის შესახებ. რაც არტვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე ფრანგული მეთოდით, ცქრიალა ღვინის დამამზადებელი სოციალური საწარმოს შექმნას,  კასპის  რაიონში შშმ პირების დასაქმებას და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.   • განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროექტის იდეა-დასუფთავების სერვისი “Perfect Clean“-ი, რომელიც გულისხმობს  სოფელ საგურამოში მოქმედ შშმ პირთა დღის ცენტრის ბაზაზე  აგარაკების დასუფთავებისა და გამწვანების სერვისის შესთავაზებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და შშმ პირთა დასაქმებას.   • ორგანიზაციის „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ პროექტი, რაც  სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში  შშმ პირებისთვის ადაპტირებული საცხობისა და გარემოს შექმნას, საცხობში  მათ დასაქმებასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას გულისხმობს. საცხობი კახეთის ტურისტული მარშრუტის ნაწილი გახდება და უცხოელ ვიზიტორებს ცხობის პროცესში  ჩართვის შესაძლებლობას შეთავაზებს. საცხობი ასევე სრულად მოამარაგებს ნუკრიანში არსებულ დღის ცენტრს.​საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს და ჯამში 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად  386 917  ლარამდე დაფინანსება გამოყო.