განათლების ხელშეწყობა 3 Apr. 2018
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ ორგანიზებით საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ ორგანიზებით საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და  „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული:  მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და თამარ ჭანტურია. პირველი ადგილის მფლობელი მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.  საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე – „დიდ მხატვრებს არ აქვთ ქვეყანა”. პირველ ტურში კი  საკონკურსო თემა “მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა მისი შექმნაა”  იყო.  წელს კონკურსში მონაწილეობა 65-მა სტუდენტმა მიიღო. საქართველოს ბანკი აღნიშნულ კონკურსს 8 წელია უჭერს მხარს, რადგან ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ განათლება გახლავთ. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო დაახლოებით 1600-მა ახალგაზრდა ორატორმა. აქედან 35-მა  ახალგაზრდამ საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა,  რომელიც წელს ლონდონში 38-ედ იმართება.