განათლების ხელშეწყობა 22 Mar. 2018
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

Donate.ge-მ 70 ბენეფიციარს საჩუქრები გადასცა

Donate.ge-მ 70 ბენეფიციარს საჩუქრები გადასცა
Donate.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს მარტივად აკეთოს ქველმოქმედება, გაიღოს ნივთები მათთვის, ვისაც ძალიან სჭირდება. Donate.ge-ს პლატფორმის საშუალებით სულ შეგროვდა 21 153 ნივთი, აქტივობაში ჩაერთო 210 დონორი, შეგრივებული ნივთები 500-მდე ბენეფიციარს გადაეცა: სოციალურად დაუცველ ოჯახებში, თავშესაფრებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში. ოზმანიანების ოთხსულიანი ოჯახის შემდეგ, donate.ge-ს შემდეგი გაჩერება სოფელ ძეგვში მდებარე „წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი“ აღმოჩნდა. სარეაბილიტაციო ცენტრში 70 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 15 მცირეწლოვანი ბავშვია. Donate.ge-ს საქველმოქმედო პროექტში ჩართული მოხალისე დონორების მიერ გაღებული 600 ნივთი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს გადაეცა. საჩუქრებით გახარებული განსაკუთრებით ბავშვები დარჩნენ.