ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს სწავლასთან ერთად ცხოვრების, ვიზის, გამგზავრების და ყველა სხვა საჭირო ხარჯიც უფინანსდებათ.
2025-2026 წლის ჩივნინგის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი უკვე გამოცხადდა, მონაწილეობის მისაღებად კი 5 ნოემბრის ჩათვლით ეს აპლიკაცია უნდა შეავსო. იმისთვის, რომ აპლიკაცია სრულყოფილად შეავსო და სტიპენდიის მოპოვების მეტი შანსი გქონდეს, შემდეგ საკითხებში გარკვევა დაგეხმარება:
ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ბაკალავრის ხარისხი უკვე მოიპოვეს. თუ მაგისტრის ხარისხიც მოპოვებული გაქვს, კონკურსში მონაწილეობას მაინც შეძლებ. ამასთანავე, დამატებითი მოთხოვნაა, რომ მინიმუმ ორწლიანი (2800 საათი) სამუშაო გამოცდილება გქონდეს. კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებ, თუ უკვე სწავლობდი დიდ ბრიტანეთში ან დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია მოპოვებული გაქვს.