განათლების ხელშეწყობა
31 Oct. 2017
2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ბანკმა პრო ბონო მარათონს უმასპინძლა.
2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ბანკმა პრო ბონო მარათონს უმასპინძლა. მარათონის ფარგლებში საქართველოს ბანკის 15 თანამშრომელმა, მთელი დღის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ანუ პრო ბონოდ, 7 საზოგადოებრივ ორგანიზაციას გაუწია კონსულტაცია, რომელიც უკავშირდებოდა მათ წინაშე არსებულ 40-მდე პრობლემატური საკითხის გადაჭრას. კონსულტაცია შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სამართლებრივი საკითხები, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, სოციალური მედიის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა. საქართველოს ბანკი 2016 წელს გახდა საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიონალურ რესურსებს საზოგადოების საკეთილდღეოდ მიმართავს.