განათლების ხელშეწყობა 12 Oct. 2017
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა.

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა.

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მიერ გამოცხადებულ რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება 10 ოქტომბერს დასრულდა. სულ შემოვიდა 105 აპლიკაცია, საიდანაც გამარჯვებულებს შესაბამისი მიმართულებების ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური წლის ბოლომდე გამოავლენს. თითოეულ გამარჯვებულს სოციალური საწარმოს შესაქმნელად გადაეცემა გრანტი მაქსიმუმ 50 000 ლარის მოცულობით. სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის, შშმ პირთა დასაქმების და სოციალური საკითხების მოგვარების მიზნით დაფინანსდება და გახორციელდება სოციალური საწარმოების პროექტები. კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა და საწარმოს პროექტის წარმოდგენა სოციალური საკითხების მოგვარებით დაინტერესებულ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ საინიციატივო ჯგუფს შეეძლო. მადლობა ყველა მონაწილე ორგანიზაციას და საინიციატივო ჯგუფს! გმადლობთ, რომ ზრუნავთ!