გარემოს დაცვა
22 Dec. 2025
Wings for Life World Run
უკვე მესამე წელია ფონდი “სიცოცხლის ხე” მონაწილეობას იღებს ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში – Wings for Life World Run, რომელიც შექმნილია ერთი მიზნისთვის – გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი! მსოფლიო რბენა 7 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან უკვე მეოთხედ გაიმართა და მასში ფონდი “სიცოცხლის ხე” 50 კაციანი შემადგენლობით ჩაერთო. მამაკაცებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ნიკა მალაციძემ, მან 11.01 კმ გაირბინა და სიცოცხლის ხის გუნდში პირველი ადგილი დაიკავა. ქალებს შორის შედეგით მარიამ სუხაშვილი ლიდერობს და გუნდის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს 7.23 გარბენილი კმ-ით. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.