განათლების ხელშეწყობა 12 Jan. 2017
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

ქველმოქმედება AmEx ბარათის მფლობელებისგან

ქველმოქმედება AmEx ბარათის მფლობელებისგან

უკვე 3 წელზე მეტია ფონდი “სიცოცხლის ხე“ შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად ეტლებს გადასცემს. 6 წლის ნინი გოგალაძეს კვადროპლეგია აქვს და კომფორტული ჯდომისა და გადაადგილებისთვის საჭიროებდა სპეციალიზირებულ, ძვირდაღირებულ ეტლს. იმ კეთილი ადამიანების მხარდაჭერით, ვინც Amrican Express-ით სარგებლობის დროს დარიცხული MR ქულები, ფონდ „სიცოცხლის ხის“ საქველმოქმედო ვაუჩერში გადაცვალეს, შეგროვდა თანხა, რომლითაც ნინისთვის საჭირო ეტლის შეძენა გახდა შესაძლებელი. გმადლობთ, რომ ზრუნავთ!