განათლების ხელშეწყობა
14 Nov. 2016
ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შეიქმნა
ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ შშმ ბავშვთა განათლების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროექტი დააფინანსა. ორგანიზაცია ,,მზის შვილების“ ბენეფიციარისთვის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მხარდაჭერით მოეწყო სპეციალური სივრცე, რომელიც აღიჭურვა ავეჯით, 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათებლო და მხატვრული წიგნით, თვალსაჩინო მასალით და მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოებით. ორგანიზაცია ,,მზის შვილებში“ ირიცხებიან დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შეიქმნა, სადაც მეცდინეობა მიმდინარეობს სპეციალური სათამაშოების დახმარებით ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის“