განათლების ხელშეწყობა 12 Sep. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

საგრანტო კონკურსის ღია კარის დღე ქუთაისსა და ბათუმში

საგრანტო კონკურსის ღია კარის დღე ქუთაისსა და ბათუმში

8-9 სექტემბერს ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ქუთაისსა და ბათუმში სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალურ საკითხებსა და შშმ პირთა თემატიკაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდის საქმიანობის, სოციალური მეწარმეობისა და საგრანტო კონკურსის შესახებ. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რაც დაინტერესებულ პირებს დაეხმარება კონკურსში მონაწილეობასა და პროექტზე აქტიურად მუშაობაში. მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფონდი დააფინანსებს სოციალური საწარმოს პროექტებს.