განათლების ხელშეწყობა 3 Aug. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

საგრანტო კონკურსი სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

საგრანტო კონკურსი სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

ფონდი „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს. სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით ღია საგრანტო კონკურსის ფარგლებში სოციალური საწარმოს პროექტები დაფინანსდება. კონკურსი სს „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით განხორციელდება. საქართველოს ბანკი, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს: ინოვაციას, შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, მათ დასაქმებასა და სოციალური პრობლემების დაძლევას. საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნების და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გზით სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა. “სიცოცხლის ხე“ მესამე წელია ზრუნავს შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, განათლებასა და გარემოს დაცვაზე. ამიერიდან ფონდის პრიორიტეტებს ასევე შეემატა სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა. საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2 აგვისტოს. საკონკურსო პროექტის მიღება დასრულდება 2016 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.