ინკლუზიური ღონისძიება ბავშვებისათვის და წლის შეჯამება
18 ვინისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ფონდ „სიცოცხლის ხის“ ორგანიზებით, ინკლუზიური ხასიათის ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებაში 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. მოწვეულნი იყვნენ დღის ცენტრების, ინკლუზიური საჯარო სკოლების, სარეაბილიტაციო ცენტრების და კავშირების აღსაზრდელები და ბენეფიციარები. ბავშვებისთვის შემუშავდა სპეციალური გასართობი და საკონცერტო პროგრამა. წარმოდგენაში მონაწილეობას იღებდნენ ნიჭიერი შშმ ბავშვები. პატარები შეხვდნენ მათთვის საყვარელ ზღაპრის გმირებს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ჩაერთნენ საინტერესო თამაშებსა და აქტივობებში: ფერადი საღებავებით მოიხატეს სახეები, ფუნჯებითა და ცარცებით ხატეს, პლასტელინით ძერწეს და გაუშვეს გრანდიოზული საპნის ბუშტები. მათ მხიარულ განწყობაზე ასევე ზრუნავდნენ საქართველოს ბანკის მოხალისე თანამშრომლები. მოეწყო შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძება ქმნიდა გარემოს, რომელშიც არ არსებობს ბარიერები და შეზღუდვები ურთიერთობებში. ფონდი „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უკვე მესამე წელია მართავს. ამ დღეს სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების წლიურ ანგარიშს.