“სიცოცხლის ხის” გუნდი მსოფლიო რბენაზე
8 მაისი, 2016 – მსოფლიო რბენა. რბენა, რომლის დროსაც მიზანი არ არის ფინიშის ხაზის გადაკვეთა და მთავარი არ არის სისწრაფე ან გავლილი მანძილი. ამ რბენაში მნიშვნელოვანი მონაწილეობაა, რადგან ყოველი მონაწილის თითოეული ნაბიჯი გვაახლოებს მიზანთან – გაიზარდოს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების შესაძლებლობა. სწორედ ამისათვის წელს €6.6 მილიონი შეგროვდა, რომელიც პირდაპირ ირიცხება ზურგის ტვინის დაზიანების კვლევების ჩასატარებლად მთელი მსოფლოს მასშტაბით. Wings for Life World Run-ში „სიცოცხლის ხის“ გუნდმა 40 კაციანი შემადგენლობით მიიღო აქტიური მონაწილეობა. ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი მამაკაცებს შორის აჩვენეს ნიკოლოზ ვარაზანაშვილმა (18,4 კმ.) და იოსებ ძებისაშვილმა (13.26კმ.), ხოლო ქალთა შორის – თამარ კეკელიამ (8.16 კმ.) პოზიტიური განწყობა, სუფთა ჰაერი, მზიანი ამინდი, ულამაზესი ხედები, კარგი მუსიკა, შეუზღუდავი შესაძლებლობები და ერთი მიზნისკენ მიმართული 5 000-მდე ადამიანი – ასეთი იყო Wings for Life World Run 2016 კახეთში – ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ვირბინეთ.