განათლების ხელშეწყობა
21 Mar. 2016
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
ჩვენ ყველანი რაღაცით ვგავართ ერთმანეთს და რაღაცით განვსხვავდებით. როგორებიც არ უნდა ვიყოთ – ყურადღება და სითბო გვეხმარება, გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები, წარმატებულები და უკეთესად ვადაპტირდეთ საზოგადოებაში. ფონდი „სიცოცხლის ხის“ მიზანიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნვაა, ამიტომაც განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული დაუნის სინდრომის მქონე პირები. ჩვენ ყველას შეგვიძლია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ გამოვავლინოთ მეტი მზრუნველობა, მიმღებლობა, სითბო, რომ მათ უკეთ შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. ბევრი მათგანი სწავლობს ჩვეულებრივ კლასში. ბევრი მათგანი ცხოვრობს დამოუკიდებლად და აქვს სამსახური. ამჯერად თქვენ ამ სინდრომის შესახებ ყველაზე გულწრფელი რესპოდენტები მოგიყვებიან.