განათლების ხელშეწყობა 3 Dec. 2015
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

ამ თარიღის დაარსების იდეა გაეროს ეკუთვნის და აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შშმ პირების პრობლემების გაცნობიერება. ფონდი „სიცოცხლის ხე” მუდმივად ზრუნავს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე და თანასწორი უფლებების უზრუნველყოფაზე. ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა ისეთი პროექტები, რომლებიც ემსახურება შშმ პირების გარემოში ადაპტაციას. ასევე, ფონდი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებას. პროექტებთან ერთად, ფონდი „სიცოცხლის ხე” ხშირად ატარებს საზოგადოების შემეცნებით კამპანიებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ კეთილგანწყობის ამაღლებაზე ზრუნავს.