განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის სენსორული ოთახი მოეწყო
დასრულდა ფონდ „სიცოცხლის ხის“ მეორე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტი „სენსორული ოთახის მოწყობა განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის“ ნეიროგანვითარების ცენტრში არსებული სენსორული ოთახი მოემსახურება ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებს (მათ შორის აუტისტური სპექტრი, ცერებრული დამბლა) ერთიდან 10 წლამდე. პირველი ერთი თვის განმავლობაში ბენეფიციართა შეფასება და მათთან ჩატარებული თერაპიული სიანსები იქნება უფასო. პროექტის ფარგლებში ოთახი დაადაპტირდა და სენსორული ინვენტარით აღიჭურვა ,განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა სენსორული ზღურბლის დარეგულირების მიზნით.ბავშვები დიდი სიამოვნებით ესწრებიან გაკვეთილებს სენსორულ ოთახში,თამაშობენ სენსორული სათამაშოებით,რაც მათ ეხმარებათ სხვადასხვა უნარების დასწავლის პროცესში,ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირების დონის გაზრდას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.