განათლების ხელშეწყობა
22 Dec. 2025
სიცოცხლის ხემ წლიური ანგარიში წარადგინა
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ მიმდინარე წელი შეაჯამა და 2013 წელს განხორციელებული პროექტები წარადგინა. „სიცოცხლის ხემ“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 2013 წელს ორი საგრანტო კონკურსი გამართა, რომელთა ფარგლებშიც დააფინანსა 26 პროექტი. ჯამში, 2013 წლის განმავლობაში 1 600 000 ლარამდე თანხა დახარჯა, განათლების, გარემოს დაცვის და შშმ ბავშვების მხარდასაჭერად. ფონდმა ასევე, ინდვიდუალური პირების 13 სხვადასხვა პროექტი განახორციელა და 300 შშმ ადამიანს ეტლი გადასცა.