განათლების ხელშეწყობა 16 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

მცირე მხედველი და უსინათლო ადამიანებისთვის პირველი ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდი შეიქმნა

მცირე მხედველი და უსინათლო ადამიანებისთვის პირველი ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდი შეიქმნა
 „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით,  ორგანიზაციამ „ახალგაზრდული მოძრაობა თანაბარი შესაძლებლობებისათვის“ მცირე მხედველი და უსინათლო ადმიანებისთვის, პირველი ხმოვანი ვებპორტალი შექმნა  ხმოვან ვებპორტალზე, განთავსებულია სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, ელექტრონული წიგნები და  სხვადასხვა საინტერესო მასალები, მცირე მხედველთათვის და უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი ფორმით. ხმოვან ვებგვერდზე, განთავსებულია ფორუმიც, რისი საშულებითაც უსინათლო ადამიანებს და არა მარტო მათ შესაძლებლობა ექმნებათ ისაუბრონ მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტის მიზანს წარმოადგენს უსინათლოებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლის ხელშეწყობა მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა, ხმოვანი სინთეზატორის სახელმძღვანელო, რომელიც გამოიცა ბრაილის შრიფტით და გაკეთდა სახელმძღვანელოს აუდიო ვერსიაც, რათა უსინათლოებმა სმენით შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები.  პირველი ხმოვანი ვებგვერდი, 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონში დაინერგა, როგორც დამატებითი სახელმძღვანელო, ასევე მოხდა ამავე სკოლის ინფორმატიკის პედაგოგების გადამზადება შექმნილი სახელმძღვალოს მიხედვით.