განათლების ხელშეწყობა 12 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

თბილისის საკვანძო გამზირებისა და ქუჩების ადაპტაცია გრძელდება

თბილისის საკვანძო გამზირებისა და ქუჩების ადაპტაცია გრძელდება

“სიცოცხლის ხის” კოორდინაციითა და ჯგუფ “სოცკოდექსის” ინიციატივით უახლოეს მომავალში ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, პეკინისა და ყაზბეგის გამზირების, ასევე კოსტავას, შარტავას, ჯიქიას, ქავთარაძისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების ტროტუარები სრულად ადაპტირდება შშმ პირებისათვის. პროექტი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე დასრულდება და ჯამში 650 პანდუსი დამონტაჟდება, რისთვისაც “საქართველოს ბანკი” თითქმის 200,000 ლარს გამოყოფს. პანდუსები მოეწყობა ევროსტანდარტის დაცვით, რომლის მიხედვითაც დახრილობის კუთხემ 5-დან 8 გრადუსამდე უნდა შეადგინოს. თბილისის გამზირებისა და ქუჩების პანდუსებით აღჭურვის პროცესში ჩაერთვებიან ეტლით მოსარგებლე მოქალაქეები. შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის, პროექტს მიენიჭება ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხე“. ჯგუფი „სოცკოდექსი“, რომელიც 2012 წლის თებერვალში თბილისში დაფუძნდა, მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზების შემუშავებას. „სოცკოდექსი“ პროექტის „შეზღუდვების გარეშე“ ფარგლებში, ტექნიკურად განახორციელებს თბილისის ქუჩების რეკონსტრუქციასა და პანდუსებით აღჭურვას.