განათლების ხელშეწყობა 12 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

„სიცოცხლის ხის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჟესტური ონლაინლექსიკონი შეიქმნა

„სიცოცხლის ხის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჟესტური ონლაინლექსიკონი შეიქმნა

ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, საქართველოში პირველად, ჟესტური ონლაინლექსიკონი და ვებგვერდი შეიქმნა. ამ დრომდე ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის არ არსებობდა რესურსი, რომლის მეშვეობითაც ისინი შეისწავლიდნენ, როგორც ქართულ, ისე ჟესტურ ენებს. პროექტი „საქართველოს ყრუთა კავშირმა“ „სიცოცხლის ხის“ პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში განახორციელა. პირველი ჟესტური ონლაინლექსიკონი სკოლამდელი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მასში არსებული 500 სიტყვით საქართველოში მცხოვრები სმენის პრობლემის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები და ინკლუზიური სკოლები, შეძლებენ ერთად დაეუფლონ ჟესტურ ენას. ფონდმა წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მიმდინარე წელს ორი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელთა ფარგლებშიც დააფინანსა 24 პროექტი და 500,000 ლარზე მეტი მოცულობის თანხა გამოყო. ნაწილი პროექტებისა უკვე დასრულდა, ხოლო ნაწილი ამჟამად ხორციელდება. საგრანტო კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს, ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხის“ სტატუსი ენიჭება. ტერმინების განმარტება: „ყრუ” – სმენის ისეთი დაქვეითება, როდესაც მეტყველების გაგება სასმენი აპარატითაც შეუძლებელია; „სმენადაქვეითებული” – სმენის ისეთი დაქვეითება, როდესაც მეტყველების გაგება სასმენი აპარატის დახმარებით შესაძლებელია ორი მეტრის მანძილზე.