განათლების ხელშეწყობა
11 Dec. 2014
“სიცოცხლის ხე” პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს
“სიცოცხლის ხე” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსში განაცხადის წარდგენა 18 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული გრანტის მოცულობა მაქსიმუმ 25,000 ლარით განისაზღვრება. პროექტები მიმართული უნდა იყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე, ან ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს 2014 წლის 10 მარტს გამოავლენს.