განათლების ხელშეწყობა 11 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

,,სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს

,,სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს

„სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გამოყოფილი 1 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსების ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც შშმ ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ. მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება თემებს, ამხანაგობებსა და სამეზობლოებსაც შეუძლიათ. პროექტები მიმართული უნდა იყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე და ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. საკონკურსო განაცხადები მიიღება 29 მაისიდან 15 ივნისის 18:00 სთ-მდე, რისთვისაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: grants@bog.ge. კონკურსში გამარჯვებულ 10–მდე პროექტს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2014 წლის 1 ივლისამდე გამოავლენს. თოთოეული გრანტის მოცულობა 25,000 ლარამდე განისაზღვრება. კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს „სიცოცხლის ხის“ სტატუსი მიენიჭება, რაც ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლოს წარმოადგენს.