განათლების ხელშეწყობა
10 Oct. 2014
დედაენისა და მათემატიკის განმავითარებელი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია
განათლების სამინისტროში დღეს დედაენისა და მათემატიკის განმავითარებელი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა. ეს წიგნები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შეიქმნა და სიცოცხლის ხის საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოიცა. სახელმძღვანელოებს და მათში მოცემულ მეთოდიკას ანალოგი საქართველოში არ აქვს. აქამდე არ არსებობდა წიგნები, რომლებიც სსსმ ბავშვებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში დაეხმარებოდა. წიგნში მოცემული მარტივი და სახალისო აქტივობები საქართველოს მასშტაბით 3000-მდე ბავშვს გაუადვილებს სწავლის პროცესს.