“სიცოცხლის ხის” საგრანტო პროექტის ფარგლებში 10 შშმ ახალგაზრდა ინკლუზიური ტურიზმის სფეროში დასაქმდება
“სიცოცხლის ხე” დიდ ყურადღებას უთმობს ისეთი პროექტებს, რომელთა განხორციელებაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას ხელს უწყობს. პირველ საგრანტო კონკურსში სწორედ ასეთი პროექტი წარადგინა ორგანიზაცია “პარსამ”, ევროპის მისაწვდომი ტურიზმის ქსელის ასოცირებულმა წევრმა. პროექტის მიზანს წარმოადგენს 10 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პროფესიული გადამზადება ინკლუზიური ტურიზმის მენეჯმენტში მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ამ პროექტის განხორციელება ერთი მხრივ ხელს შეუწყობს შშმ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი საქართველოს დაამკვირდებს ინკლუზიური ტურიზმის რუკაზე: მაგალითად, სმენადაქვეითებული პირებს, რომლებიც საქართველოს ეწვევიან, შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე გიდის მომსახურებით. იმ ქვეყნებში, სადაც ინკლუზიური ტურიზმი უფრო განვითარებულია, ტურისტების მთელი რაოდენობის 10–15%-ს აღნიშნული კატეგორიის ჯგუფები წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს, ისწავლიან ტურისტული პაკეტების შეძენა–გაყიდვას და დასაქმდებიან ტურ–ოპერატორებად/გიდებად.