განათლების ხელშეწყობა
21 Jul. 2014
ვაჟა–ფშაველას გამზირი სრულად ადაპტირდება
ვაჟა–ფშაველას გამზირზე მდებარე ტროტუარები და გადასასვლელები უახლოეს მომავალში 183 პანდუსით აღიჭურვება. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა დეველოპერული კომპანიის „m²“-ი ფინანსური მხარდაჭერის, „სიცოცხლის ხის“ კოორდინაციისა და ჯგუფ „სოცკოდექსის“ ინიციატივის შედეგად. შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის პროექტს მიენიჭა ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხე“. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოცკოდექსი“, რომელიც 2012 წლის თებერვალში დაფუძნდა, მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზების შემუშავებას. „სოცკოდექსმა“ პროექტის „შეზღუდვების გარეშე“ ფარგლებში, ტექნიკურად განახორციელა ვაჟა-ფშაველას გამზირის რეკონსტრუქცია და პანდუსებით აღჭურვა. გამზირზე დამონტაჟებული პანდუსები აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს (დახრილობის კუთხე 5-დან 8 გრადუსამდე).