მოგვიყევი ისტორია – სიცოცხლის ხის ახალი ინიციატივა
მოგვიყევი ისტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის შესახებ, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს. შემოგვთავაზე გზა, რომლითაც ამ ადამიანის ნიჭის შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს. დაელოდე პასუხს “სიცოცხლის ხისგან” “სიცოცხლის ხის” ახალი ინიციატივა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ შშმ ადამიანებს ეხებათ. საგრანტო კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ღია კარის პრინციპით დაფინანსების ფარგლებში ნიჭიერი შშმ პირების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. დაინტერესებულმა პირებმა ისტორიები სიცოცხლის ხის facebook–ის გვერდზე განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით უნდა მოგვაწოდონ. შემოსულ ისტორიებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური განიხილავს, განსაკუთრებული პროექტები კი “სიცოცხლის ხის” დახმარებით განხორციელდება. მაისის ბოლოს გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი, ზაფხულის ბოლოს, აგვისტოში – სამი. ასევე სამი პროექტი გამოვლინდება ნოემბერში. პროექტების განხორციელებას თვალი შეგიძლიათ სიცოცხლის ხის ფეისბუქგვერდზე ადევნოთ.