24 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

დედაენისა და მათემატიკის განმავითარებელი კრებულის გამოცემა

დედაენისა და მათემატიკის განმავითარებელი კრებულის გამოცემა

მოსწავლეების საჯარო სკოლებში სრულყოფილი ჩართვისათვის აუცილებელი წინაპირობაა მათ ჰქონდეთ უნარების შესაბამისი სახელმძღვანელოები, რათა განვითარდნენ და გახდნენ საზოგადოების სრულყოფილი წევრები. ‘სიცოცხლის ხის” მიერ განხორციელებული პროექტი ქართული ენისა და მათემატიკის განმავითარებელი კრებულის გამოცემას ეხება, რომელიც უფასოდ ვრცელდება იმ საჯარო სკოლებში, რომლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ. კრებულმა პედაგოგებისა და მოსწავლეების დიდი მოწონება დაიმსახურა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კრებულების განმეორებითი დაბეჭდვა იგეგმება.

Other Projects: