ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის არ არსებობდა ჟესტური ენის შესასწავლი საკმარისი თვალსაჩინო მასალა. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვები არ ფლობენ არცერთ ენას. ყველა სმენადაქვეითებულ ბავშვს, რა ხარისხის დაქვეითებაც არ უნდა ჰქონდეს, აქვს სურვილი იცოდეს ჟესტური ენა. ენის არცოდნის გამო ბავშვებს გართულებული ურთიერთობები ჰქონდათ მშობლებთან, ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან, რის გამოც ისინი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდნენ. „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით სპეციალური ვებგვერდი (www.geodeaf.ge) და ჟესტური ენის ვიდეოლექსიკონი შეიქმნა, რათა ჟესტური ენის სწავლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასათვის. ასევე ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რათა სმედაქვეითებული ბავშვების მშობლებისათვის ინფორმაცია ყოფილიყო იმ სერვისების შესახებ, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ.