ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ყვარლის რაიონის სოფელ გრემში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისათვის სპეციალური საცხოვრებელი არსებობს, რომელშიც ათეულობით შშმ პირი ერთად ცხოვრობს, ეწევა სოფლის მეურნეობას, იღებს განათლებას და ცდილობს ერთად ყოფნითა და მეგობრობით შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. მუდმივი წყალი აქ მცხოვრებთათვის დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას. ‘სიცოცხლის ხის” პროექტის ფარგლებში გრემში ორი არტეზიული ჭისა და წყალმომარაგების სისტემის სხვა კომპონენტების რეაბილიტაცია მოხდა, რათა მათ მუდმივად ჰქონოდათ წყალი დასალევად, საკვების მოსამზადებლად, საშხაპეებისა და მცირე მეურნეობის წარმოებისათვის.