ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ფონდ “სიცოცხლის ხის” მეორე საგრანტო კონკურსში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი პარაორკესტრის შექმნას ითვალისწინებდა. პროექტის იდეა ეკუთვნის ასოციაცია “მშობელთა ხიდს”. საქართველოში ბევრი შშმ ბავშვი მღერის და უკრავს. თუმცა, მათი პოტენციალი აქამდე არაცნობადი და არააღიარებული იყო. სწორედ ამ პროექტის დახმარებით ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. “პარაორკესტრის” პროექტის ფარგლებში უკვე 50 შშმ ბავშვი ესწრება მუსიკის გაკვეთილებს, რაც ეხმარება მათ ყურადღების კონცეტრაციის გაუმჯობესებასა და რითმის გრძნობის განვითარებაში. ასევე, მნიშვნელოვანია მუსიკალური თერაპიის ეფექტურობა, რაც გულისხმობს მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას ბავშვებს შორის კომუნიკაციის უნარების განვითარებას. პროექტი გათვლილია ორკესტრის გრძელვადიან ფუნქციონირებაზე და მუსიკით დაინტერესებული შშმ ბავშვების აქტიურ ჩართულობაზე. “პარაორკესტრის” ფარგლებში 2 აპრილს, მსოფლიო აუტიზმის დღეს, „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში“ შშმ პირების მონაწილეობით პირველი კონცერტი გაიმართა.