24 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

ფიტნესი ბარიერების გარეშე, ღია ცის ქვეშ

ფიტნესი ბარიერების გარეშე, ღია ცის ქვეშ

ფონდ „სიცოცხლის ხის“ მეორე საგრანტო კონკურსში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ სათამაშო მოედნის შექმნას ითვალისწინებდა. ფონდის ბიუჯეტით დაფინანსდა კოალიცია „მზის შვილების“ ინიციატივა, რომლის მიზანი იყო ისეთი გასართობი სივრცის შექმნა, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების მქონე ტერიტორიად იქცეოდა შშმ და ზოგადად ნებისმიერი ბავშვისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის დახმარებით საქართველოში პირველად დაარსდა საჯარო სივრცე, სადაც შშმ ბავშვები თანატოლებთან ერთად შეძლებენ სხვადასხვა გასართობი აღჭურვილობებით თამაშს. სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო აღჭურვილობა ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების ფიზიკურ განვითარებას. მოედანზე განთავსებულია 5 ტრენჟორი, ზღაპრული ადაპტირებული სახლი სასრიალოთი და პანდუსით, ბატუტები და საქანელა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის. მოედნის ტერიტორია ხელმისაწვდომია მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის. პირველი ადაპტირებული სათამაშო მოედანი 27 ნოემბერს, ყოფილ კიკვიძის პარკში გაიხსნა. სკვერის გახსნაზე ბავშვებისთვის ჩატარდა გასართობი ღონისძიებები: ასფალტზე ფერადი ცარცებით ხატვა, სახის მოხატვა და ა.შ.

Other Projects: