24 Dec. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია “ჩემი ხმა”

პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია “ჩემი ხმა”

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია Listen to My Voice შეიქმნა. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობელთა საზოგადოების პროექტი „ჩემი ხმა“ „სიცოცხლის ხემ“ მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა. აპლიკაცია განკუთვნილია აუტისუტრი სპექტრის, კომუნიკაციის ან/და სივრცეში გადაადგილების სირთულის მქონე ბავშვებისთვის. იგი შექმნა კომპანია Lemondo-მ, რომელსაც კონსულტაციას უწევდა ქცევითი თერაპევტი. „ჩემი ხმა“ აპლიკაციის გამოყენებით, ნებისმიერი ასაკის, ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ადამიანებს კომუნიკაციის მარტივად დამყარების საშუალება ეძლევათ. აპლიკაციაში არსებული ფრაზები, სიმბოლოები და სურათები, მოიცავს პირველად მოთხოვნილებებს და საჭიროებებს. სასურველი მოთხოვნის დაფიქსირების მიზნით, ადამიანს შეუძლია თითი დაადოს შესაბამის სურათს, რომელიც ხმოვანი სიგნალით ადრესატს შეატყობინებს, თუ რა სურს კონკრეტულად მას. აპლიკაცია შედგება 8 ძირითადი განყოფილებისგან და მოიცავს საბაზისო კომუნიკაციისთვის აუცილებელ 130 ხმოვან ჩანაწერს და 133 გამოსახულებას (სურათს და სიმბოლოს). აპლიკაციის ჩამოტვირთვა, დასახელებით Listen to My Voice, ყოველგვარი ღირებულების გარეშე, შესაძლებელია როგორც Google Play Store-იდან, ასევე App Store-იდან. შესაბამისად, აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც android-ის, ასევე ios სისტემაზე მომუშავე პლანშეტებზე.

Other Projects: