24 Dec. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

ეტლები მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის

ეტლები მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის

ფონდი „სიცოცხლის ხის“ საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. 2014 წელს ფონდმა დაიწყო მობილობის შეზღუდვის მქონე პირების მხარდაჭერის პროგრამა. საქართველოში არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებოდათ ეტლი, მაგრამ არ ჰქონდათ. ისინი მთელი საქართველოდან − კახეთიდან, აჭარიდან, სვანეთიდან, აფხაზეთი­ დან − მომართავდნენ ფონდს ეტლების შესაძენად, რათა შესძლებოდათ სახლიდან გარეთ გამოსვლა, სკოლაში სიარული და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართვა. 2015 წლის განმავლობაში ფონდმა 130-ზე მეტ პირს უსასყიდლოდ გადასცა ეტლი, პროგრამის დაწყების პერიოდიდან კი საერთო ჯამში 520-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მათს საჭიროებებზე მორგებული ეტლები.

Other Projects: