ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
თანამედროვე ცხოვრებაში ინფორმაციულ ტექ ნოლოგიებს წამყვანი ადგილი უკავია, თუმცა უსი ნათლო პირებისათვის კომპიუტერული პროგ რამების გამოყენება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა. მეორე საგრანტო კონკურსში ახალგაზრდულმა მოძრაობამ თანაბარი შესაძლებლობებისათვის წარმოადგინა პროექტი უსინათლო პირებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლის ხელშეწყობის თემაზე. ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ დააფინანსა აღნიშნული პროექტი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ხმოვანი სინთე ზატორის სახელმძღვანელო, რომელიც გამოიცა როგორც ბრაილის შრიფტით, ასევე აუდიოვერსიის სახით, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბი და შეიქმნა უსინათლო მომხმარებლისთვის ადაპტირებული ვებგვერდი, სადაც განთავსდა სიახლეები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ პროგრამებზე. ვებგვერდზე ასევე ფუნქციონირებს ფორუმი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. პროექტის განხორციელების კოორდინირებას საქართველოს უსინათლოთა კავშირის მხრიდან ჩართული ექსპერტი ახორციელებდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სახელმძღვანელოსა და ადაპტირებული საინფორმაციო ვებგვერდის შექმნამ უსინათლო პირებს შესაძლებლობა მისცა შეესწავლათ პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა, ჰქონოდათ წვდომა სხვადასხვა საინტერესო ვებგვერდზე და დაემყარებინათ ურთიერთობა მათთვის სასურველ პირებთან, რამაც მათ დასაქმებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართვასა და სოციალიზაციას შეუწყო ხელი.